პ პიროვნებაზე
ორიენტირებული
საგანმანათლებლო
პროცესის
ცენტრში
დგას
მოსწავლე,
მისი
განვითარების
პროცესი
და
მის
მიერ
მიღწეული
შედეგი.
შედეგზე
ორიენტირება
გულისხმობს
მოსწავლისათვის
მიწოდებული
ინფორმაციის
არა
მხოლოდ
დამახსოვრებას,
არამედ
ამ
ინფორმაციის
მყარ,
დინამიურ
და
ფუნქციურ
ცოდნად
გარდაქმნას.
სწორედ
ამიტომ,
ეროვნული
სასწავლო
გეგმის
ფუნდამენტური
პრინციპია
შედეგზე
ორიენტირება,
რაც
გულისხმობს
მოსწავლეთა
აღჭურვას
ქმედითი
ცოდნით.
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა)
შეუქმნას მოსწავლეს
პირობები საკუთარი
შესაძლებლობების გამოსავლენად
და სწავლისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ)
ჩამოუყალიბოს მოსწავლეს
სწავლისადმი პოზიტიური
დამოკიდებულება და
სამყაროს შემეცნების
მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე
სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად
და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში
დასჭირდება.
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება
აკონტროლებს სწავლის
ხარისხს, ადგენს
მოსწავლის მიღწევის
დონეს ეროვნული
სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ მიზნებთან
მიმართებაში.
განმავითარებელი შეფასება
აკონტროლებს თითოეული
მოსწავლის განვითარების
დინამიკას და
ხელს უწყობს
სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი
საშუალებები, როგორიცაა
სიტყვიერი კომენტარი,
რჩევა-დარიგება,
დაკვირვების ფურცელი,
თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასების სქემა
და სხვ.
განმავითარებელი და
განმსაზღვრელი შეფასებების
აღწერილობა
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
შეფასების შედეგად
მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის
ხელშესაწყობად
განსხვავებული
აქტივობის
შერჩევა,
სწავლების
სტრატეგიის
შეცვლა,
რჩევა-დარიგების
მიცემა
და სხვ.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება
|
წარმარტების კრიტერიუმების
განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე
(საკუთარ მიღწევებთან
მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ
ნორმასთან მიმართებაში)
|
შეფასების საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
|
ქულა
|
Комментариев нет:
Отправить комментарий