გვერდების მენიუ

ტრენინგები





ტრენინგის დასახელება-"intel teach program"

ტრენინგიგს ჩატარების ადგილი-ბოლნისის N3 საჯარო სკოლა

თარიღი-18.მაისი 2014წ

ტრენინგის ხანგრძლივობა-36სთ

ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული 


განვითარების ეროვნული ცენტრი


მიზანი-კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით  შევძლოთ მოსწავლის 

წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების წახალისება და უკეთესი სასწავლო 

შედეგების მიღწევა.

 

ტრენინგი-ინტელის ძირითადი კურსი


პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 


ინტეგრირება


მოდული 1: პროექტებით სწავლება


თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და 



პროექტის მონახაზი


ძირითადი აქტივობები:


·                     პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა


·                     სტატიის მომზადება პროექტებით 


სწავლების თემაზე და მისი გამოცემა


·                     თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის   უნარ-ჩვევების შერჩევა

·                     

საპროექტო იდეების გენერირება

·                     


რეფლექსია  ბლოგზე


მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა


თემამიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები 


და მოსწავლეზე  ორიენტირებული შეფასება


ძირითადი აქტივობები:


სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის


სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების 


ფორმულირება


შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა


დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა


შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების 


გამოვლენისთვის


პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა


რეფლექსია  ბლოგზე


მოდული 3: კავშირები


თემაინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების 


პროცესში

ძირითადი აქტივობები:§    უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და 


მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების 



შეფასება§    იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული 


სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე


§    საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება§    


ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა


§    ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის


თანამშრომლობის


პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების 


მხარდასაჭერად.


§    ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება 


პროექტის იდეების გაზიარებისთვის


§    რეფლექსია  ბლოგზე


მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა



თემაპროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით


ძირითადი აქტივობები:


§    სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე 


ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან 



მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად


§    მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან 

ბლოგის 



ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების 




მიზნით§    სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა§    მოსწავლეთა 


ნამუშევრების თვითშეფასება§    რეფლექსია  ბლოგზე


მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება


თემაგანმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება


ძირითადი აქტივობები:§    უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე§    შეფასების 


პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან 


დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი 


დაძლევის გზების მოძიება

§    თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების 


ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება

§    შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის 


შედგენა

§    თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა

§    შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ


მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის 


გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა

§    პროექტის გეგმის განახლება

§    რეფლექსია ჩვენს ბლოგზე


მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის


თემამოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება 


დამოუკიდებელ მუშაობაზე


ძირითადი აქტივობები:

§    დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა

§    მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის 


ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა

§    მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების 


შექმნა§    პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/


დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით

§    რეფლექსია ჩვენს  ბლოგზე

§    თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით 


მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო


მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების 




გამოყენებით


თემამასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი


ძირითადი აქტივობები:

§    კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის 



სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად


§    დამხმარე მასალების შექმნა§    პროექტის გეგმის განახლება§    განხორციელების 


სტრატეგიების განხილვა§    დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის


§    საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება 


შეფასების შედეგების მიხედვით


§    რეფლექსია  ბლოგზე


მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება


თემაშესწავლილის გაზიარება


ძირითადი აქტივობები:§   ჩემი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად§    პროექტის 


პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა






ტრენინგის დასახელება-"დაწყებით კლასეების  ქართული ენისა და მატემატიკის სწავლების ტექნოლოგიები"

ტრენინგიგს ჩატარების ადგილი-კაზრეთის N1 საჯარო სკოლა

თარიღი-10.12.2006წ

ტრენინგის ხანგრძლივობა-24სთ

ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია-საქართველოს პედაგოგთა კვალიპიკაციის 

ამაღლებისა და გადამზადების  ცენტრალური ინსტიტუტი


მიზანი-სხვადასხვა  ახალი სასწავლო აქტივობების გაცნობა და მათი გამოყენებით    

 უკეთესი  შედეგების მიღწევა  სწავლების პროცესში.


ტრენინგის დასახელება-"1:1 ელექტრონული სწავლება"

ტრენინგიგს ჩატარების ადგილი-ბოლნისის N1 საჯარო სკოლა

თარიღი-03.08.2011წ


ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული 


განვითარების ეროვნული ცენტრი


  ტრენინგკურსის შინაარსი 
§  პირველი დღე
   
 კურსის წარდგენა
  მიზანი, შედეგები,განრიგი შეფასება, ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო 

პროცესში.სწავლება სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები

  მასწავლებლის კონპეტენციების სტანდარტი ისტ-ში

ბუკის ძირითადი ფიზიკური სტრუქტურა, თაგვთან და კლავიატურასთან მუშაობა.

§  მეორე დღე
  
  მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე,ფაილის ტიპები, ტექსტის შეტანა და 

ფორმატირება ტექსტურ რედაქტორში
§   
§    მესამე დრე
§   
 გრაფიკული ობიექტების ჩასმა და რედაქტირება,სწავლების სამფაზიანი 

მოდელი,ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების დაგეგმვა,ელექტრონული 

სასწავლო რესურსის მომზადება.
§   
§  მეოთხე დღე
§   
  საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში
 საძიებო სერვისი
 ტექსტური და მედია ელემენტების მოძიება და გადმოწერა, ელექტრონული თამაშების 

გამოყენება სასწავლო პროცესსი
§   
§  მეხუთე  დღე
§   
 კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა
  საკლასო მენეჯმენტის რეკომენდაციები.
§   
§  მეექვსე დღე
§   
 სასწავლო პრეზენტაციის მომზადება
  სასწავლო პრეზენტაციის გამოყენება სასწავლო პროცესში.
§   
§  მეშვიდე დღე
§   
§  პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი ხერხები  და პრინციპები. სურათებისა და ვიდეოს 

გადაღება ბუკზე  დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით.
§   
§  მერვე დღე
§   
§  სასწავლო ტესტის შედგენა  კლასის მართვის პროგრამაში.ელ.ფოსტაში 

რეგისტრაცია,ელექტრონულ წერილებთან მუშაობა, მშობლების ინფორმირებანეთბუქების 


მოვლასა და ინტერნეტ  უსაფრთხოებაზე.  
§   
§  მეცხრე დღე
§   
 ანტივირუსები

 ბუკზე დაინსტალირებული  მშობლის მონიტორინგის  უზრუნველყოფის პროგრამა




ტრენინგის დასახელება-"სასწავლო პროცესის დაგეგმა და შეფასება"

ტრენინგიგს ჩატარების ადგილი-კაზრეთის N2საჯარო სკოლა

თარიღი-2006წ


ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია-განათლების ინსტიტუტი





ტრენინგის დასახელება-"სასწავლო პროცესის დაგეგმა  ახალი საგნობრივიპროგრამების მიხედვით"

ტრენინგიგს ჩატარების ადგილი-კაზრეთის N2საჯარო სკოლა

თარიღი-2006წ


ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია-განათლების ინსტიტუტი




ტრენინგის დასახელება__საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის(G-PriEd)   ტრენინგპროგრამა(მიმართულება:კითხვა,მათემატიკა).


ტრენინგის დასახელება_"შებრუნებული საკლასო ოთახი"

                            სსიპ  დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის
                          დაწყებთი კლასების პედაგოგი: თამარ დემურაშვილი


                            ტრენინგის რეფლექსი

ჩემი ,როგორც მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის თვითშეფასებისას  გამოიკვეთა საჭიროება სწავლა-სწავლების  პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა თანაბრად ყველა მოსწავლისათვის ,რათა უკეთესად შემძლებოდა მოსწავლის  წარმოსახვის, ინფორმაციის მიღების და გადამუშავების (კომუნიკაციის) , შემოქმედებითი უნარების წახალისება და უკეთესი სასწავლო  შედეგების მიღწევა.

ამონარიდი ესგ-დან-მუხლი 32.  სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა.
განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას.
აუცილებელია სწავლა -სწავლების პროცესში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე თანაბრად, სწორედ ამ პრინციპის განხორციელებას ხელს უწყობს მეტი  საგანმანათლებლო სიახლეების განხორციელებას სასწავლო პროცესში .
ამონარიდი ესგ-დან“
მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა
სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.“
-მუხლი 36. მოსწავლეთა ჩართულობა
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობასეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში
აქედან  გამომდინარე ,გადავწყვიტე გამევლო ტრენინგი-
ტრენინგი _“შებრუნებული საკლასო ოთახი“
ჩამტარებელი ორგანიზაცია:სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“.
ტრენერი-შორენა მიქაბერიძე
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. ბოლნისი , პირველი საჯარო სკოლა, 5-12მარტი.2017 წელი,  .
სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ორგანიზებული1 კრედიტიანი ტრენინგკურსი(20საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათი).
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლოპროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთაპროფესიული სტანდარტების შესაბამსად.
პროგრამით გათვალისწინებული საკითხები:
·         შებრუნებული საკლასო ოთახი,
·         შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის დანერგვა
·         ედმონდო-საგანმანათლებლო სოციალური ქსელი
·         ელექტრონული წიგნების შექმნა.

პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა ნინო კაჟაშვილმა გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა  და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ტრენინგის დახმარებით გავიგე შებრუნებული საკლასო ოთახის და მისი უპირატესობის შესახებ, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის დანერგვა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდისათვის და გაკვეთილზე დროის ეფექტურად გამოყენებაში.
თუ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში ხშირად გამოიყენებს შებრუნებულ საკლასო ოთახს  ვფიქრობ მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციაც და სწავლების ხარისხიც.ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ის სასწავლო ვიდეო-რესურსი რასაც მასწავლებელი სთავაზობს მას,  დააპაუზოს ,გადაახვიოს ,ხელახლა უყუროს  რამდენჯერმე მას სახლში. ხოლო მეორე დღეს გაკვეთილზე მოხდეს მთლიანი დროის გამოყენება სახლში ვიდეო-რესურსის მეშვეობით  დამუშავებული თემის განმტკიცება.
ტრენინგის დახმარებით გავიგე, რომ Edmodo
უფასო განათლების უსაფრთხო სოციალური ქსელია მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლებისთვის, რომ მისი დახმარებით მარტივად შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება, იდეების გაცვლა, საშინაო დავალებების მომზადება მოსწავლეებისათვის, კლასისა და სკოლის განცხადებების გამოქვეყნება, რომ ის დაარსდა 2008 წლის ბოლოს და ახლა მას იყენებს მილიონობით მომხმარებელი, ტრენერმა აგვიხსნა, რომ ედმოდოს საშუალებით დახურული გარემოში მოსწავლეებს შეუძლიათ შეუერთდნენ ჯგუფებს მასწავლებლის მიწვევით, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან, მასწავლებელს  აქვს მართვის კონტროლი. ედმოდოს დახმარებით შესაძლებელია დავალებების,  კითხვების, გამოკითხვების და სხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, ჯგუფების შექმნა, დისკუსიებში მონაწილეობა.
ედმოდოს საშუალებით შესაძლებელია მშობლებიც აქტიურად ჩავრთოთ სასკოლო ცხოვრებაში, მშობელს შეუძლია ნახოს მხოლოდ საკუთარი შვილის აქტივობები, მშობელი აგზავნის შეტყობინებას მასწავლებელთან, იგი ხედავს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ შეტყობინებას.
ძალიან მომეწონა, რომ ედმოდოს საშუალებით შესაძლებელია დავალებებისა და ტესტების მომზადება, ონლაინ რეჟიმში მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და ასევე ძალიან მოსახერხებელია ის, რომ მოსწავლეს აქვე შეუძლია მყისიერად შეამოწმოს თავისი ცოდნა და ნახოს , სად დაუშვა შეცდომები.
 ასევე მოსახერხებელია, რომ ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანება და პროფესიული განვითარების ამაღლება, ჯგუფების შექმნა, ფორუმის წარმოება, დისკუსიებში მონაწილეობა, კითხვების დასმა, პასუხების მიღება, სხვათა გამოცდილების გაზიარება-გაცნობა.
 არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა:
•         o   ყველა მოსწავლეს აქვს თავისი “ანგარიში”
•         o   მოსწავლეების შემოერთების შემდეგ ჯგუფში შესაძლებელი ჯგუფის ჩაკეტვა
•         o   შესაძლებელია ჯგუფის წევრების მონიტორინგი
•         o   გამოიყენება სტატუსი “მხოლოდ კითხვისთვის”
ვისწავლე აგრეთვე ვიდეოს შექმნა „Movie Maker“-ში ,ხმის დადება ვიდეოზე . „Movie Maker“-ში დამზადებულ ვიდეოს ეფექტურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,
 ასევე ძალიან საინტერესო იყო ტრენინგზე ნასწავლი ელექტრონული წიგნების შექმნა “Calameo”-ში.აღნიშნულ პროგრამაში დამზადებული რესურსს გამოვიყენებ როგორც საგაკეთილო პროცესში,ასევე პრეზენტაციის წარსადგენად.

მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა - საჭიროებაში. მივხვდი,რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე,კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის(გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება,რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;






ტრენინგის დასახელება-"გაკვეთილის დაგეგმა"




ტრენინგის დასახელება__საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის(G-PriEd)   ტრენინგპროგრამა(მიმართულება:კითხვა,მათემატიკა).
2016-2017 სასწავლო წელი

Комментариев нет: