ჩემი ,როგორც მასწავლებლის მიზანია რომ ჩემს მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო და განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები!
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის
დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის
მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
●
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
●
ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების
ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის
ქონა.
მედიაწიგნიერება
●
მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის,
გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
●
მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას
შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების
ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
●
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების
ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
●
ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა
და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის,
შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
●
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის
კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა
და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
●
განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან
ადაპტაცია;
●
გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების
გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
●
საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების
მონიტორინგი;
●
უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო
პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის
ამაღლების მიზნით;
●
ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ
დონეზე დახვეწის მიზნით;
●
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება
და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
●
დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
●
უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
●
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
●
მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ
დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
●
კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და
სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების
მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
●
მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა
და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
●
გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის
დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
●
ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების
გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
●
ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების
გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
●
ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
●
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,
პასუხისმგებლიანი მოქმედება.
Комментариев нет:
Отправить комментарий